"არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას" - ამბობს ხვიჩია.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს ყავის სმის პარალელური პროცესი იქნება, რომელიც შალვა პაპუაშვილმა გააჩაღა“.

„ოცნებას“ არ აწყობს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ვართ ჩვენ, რომლებიც ვეუბნებით, რომ არა მარტო საკითხობრივად გვინდა თანამშრომლობა, არამედ წარგიდგენთ იდეებს, განიხილონ, -განაცხადა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

სხვას ვერაფერს დავუძახებ ამას, თუ არა, ძალით დაზიანებას იმ პარტნიორული ურთიერთობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. იქნებ ისე მაინც მოვიქცეთ, რომ კონსტრუქციული შედეგი გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ პარტია „ხალხისთვის“ მზად არის საქმიანი დისკუსიისთვის.

თუ მოქმედი ხელისუფლება დარჩება, ამას არაფრით არ გააკეთებს [არ აპირებს ამ პუნქტების შესრულებას], ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა, - ამბობს "ფორტუნასთან" „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე.