ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 19 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავრობის უუნარობა რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმისთვის

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ