„საბჭო არ ნიშნავს მხოლოდ მოსამართლეებს, საბჭო ამტკიცებს სასამართლოს ბიუჯეტს, მატერიალურ უზრუნველყოფას ახდენს პირველი-მეორე ინსტანციისდა ყველა ეს გადადება ამ ფუნქციონირების შეწყვეტას გამოიწვევს“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

შალვა შავგულიძის თქმით, მოსამართლეების გარდა, ივანიშვილის განცხადების კიდევ ერთი მიზეზი მისი, მისი როგორც საარჩევნო კანდიდატის დისკრედიტაციაა.

ლევან მურუსიძე ჩვენი ქვეყნის უბედურების სიმბოლოა, როდესაც ხელისუფლებები ეპოტინებიან მონებს და არა - ღირსეულ მოსამართლეებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ლევან მურუსიძის განცხადება, რომ იმავე განაჩენს გამოიტანდა გირგვლიანის საქმეზე, ცინიკურია და მიანიშნებს, რომ ამ საქმის გააზრება არ მომხდარა.