დეპუტატის თქმით, 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის არანაირი პროცედურა არ არსებობდა და მათი წარდგენა პარლამენტში პრეზიდენტის მხრიდან ერთპიროვნულად ხდებოდა.

„ამ სულისკვეთებით ეს პროცესი არ მიმდინარეობს და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი რომელსაც განიხილავენ“,- განაცხადა ჰარცელმა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია.

„ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი, რომელიც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ობიექტურად ეს მართლაც ასეა, მე ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე“,- განაცხადა მაკარიძემ

გარდა ამისა, მან მაკარიძეს ჰკითხა, დემოგრაფიული პრობლემებიდან გამომდინარე, რამდენად სწორად მიიჩნევს ის, რომ ზღვრული ასაკი ქორწინების ერთი წლით მაინც შემცირდეს.