სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.

საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბძოლის სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი უწყებათაშორისმა კომისიამ მოამზადა, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავმჯდომარეობდა და მის შემადგენლობაში ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყება შევიდა. 

ყველა თანამშრომელმა, ვინც კი მუნიციპალიტეტში მუშაობს და მსგავსი რამ თავში გაუვლია - მოგყვებით ბოლომდე და აუცილებლად დაადგებით იგივე გზას, როგორსაც ადგანან კორუფციაში ჩართული ადამიანები, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ხმალაძე გამოეხმაურა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავებას. მან გამოძიების და საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მუნიციპალიტეტის ყველა წარმომადგენელს ყურადღებით და ფრთხილად ყოფნისკენ მოუწოდა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს.  სუს-ის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.

კერძოდ, სუს-ის უფროსის ბრძანებით, ახალი ხელმძღვანელები ჰყავს კახეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურებს.