"უკანონო მიყურადების შესახებ გავრცელებული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლისა და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე" - "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა".

"საერთო სასამართლოები მშვიდობიანი სამოქალაქო აქტივისტების დევნას, გასამართლებას და უმკაცრესი სანქციებით დასჯას აგრძელებენ. GDI სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს წარმომადგენელთა ამნისტიით პასუხისმგებლობისგან ან/და სასჯელისგან ახლა ან მომავალში გათავისუფლება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს არსს.