Mamma Mia-ს დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავაა, ინსცენირება თეა ყიფშიძეს ეკუთვნის, მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძე, კოსტიუმების მხატვარი ლაშა ჯოხაძე, ქორეოგრაფი კი გიორგი ტორიაშვილია.
გარდაქმენი „თეატრის“ სივრცე და მოიწყვე დაუვიწყარი წვეულება
ის ილიკო სუხიშვილის მორიგი ექსპერიმენტია, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღეს.
„თეატრი“ Dinner Theatre-ს კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ გამართული ღონისძიებების განუყოფელი ნაწილი იქნება ვახშამიც.
პირველად საქართველოში, სპეციალურად „თეატრის“ საახალწლო შოუსთვის დაიდგმება მიუზიკლი „Mamma Mia“ ქართულად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოცეკვავეები და მსახიობები.
მსგავსი კონცეფციის სივრცეს დასავლეთში Dining Theatre-ს უწოდებენ, საქართველოში ის პირველად შეიქმნა და სტუმრებს სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება.
ვისაც გსურთ მიიღოთ უნიკალური გამოცდილება და იხილოთ შოუ ვახშმის თანხლებით დროა იჩქაროთ.
დეკემბრიდან ბილეთების გაყიდვაც დაიწყება და მასზე დასწრებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ბილეთში ავტომატურად შედის წარმოდგენისთვის შექმნილი მენიუ.