LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

91 წლის პიანისტი ლონდონის სადგურში პიანინოზე უკრავს და მგზავრებს ამხიარულებს (ვიდეო)

103

ლონდონის ყველაზე ხალხმრავალ სადგურში მგზავრებს ყოველთვის გაღიმებულს ნახავთ, მიზეზი კი 91 წლის პიანისტია.

დენის რობინსონი ლონდონის სენტ პანკრასის სადგურის მუდმივი ვიზიტორია. ის თითქმის ყოველდღე აქ მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ პიანინოზე დაუკრას. “ევრონიუსი” წერს, რომ ეს პიანინო ლონდონის ცნობილ სადგურს სერ ელტონ ჯონმა გადასცა.

რობინსონი ამბობს, რომ ხალხი მას მადლობას უხდის, რაც ბედნიერებას ანიჭებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ აყვა 91 წლის პიანისტს ერთ-ერთი ადგილობრივი მომღერალი და ექსპრომტად დუეტი შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები