3 თებერვალს „მთავარი არხის“ მეგაშოუ „მხოლოდ ქართულის“ ფინალია. ოთხი კონკურსანტი ანა ქურთუბაძე, გიორგი ძოწენიძე,  თამთა ხუხუნაიშვილი და ნინი შონია ერთმანეთს ორ ტურში დაუპირისპირდება, პირველი – მიუზიკლია, რომელსაც მენტორობას სოფო ნიჟარაძე გაუწევს, მეორე კი ფოლკლორის ტურია და რასაკვირველია, არ გაგიკვირდებათ, რომ აქ მენტორი გიორგი უშიკიშვილი იქნება.

ფინალის წინ კონკურსანტებს რეპეტიციაზე ვესტუმრეთ. ჩვენი ინტერესის ობიექტი ამჯერად ანა ქურთუბაძე გახდა, რომლისთვისაც წინა ტური გამორჩეული აღმოჩნდა, მან ლელა წურწუმიას და სტეფანეს სიმღერები ისე შეასრულა, რომ ჟიურისგან ორივე შემთხვევაში უმაღლესი, 50 ქულა დაიმსახურა.

თუმცა ანას პროექტში მძიმე მომენტებიც ჰქონია, ერთხელ „მხოლოდ ქართულს“ იმიტომ არ გამოეთიშა, რომ ნიკა გვარამიამ ვეტო გამოიყენა.

დღეს ფინალშია და უნდა, დასამახსოვრებელი პერფორმანსები ჰქონდეს.

ანას დაფარული ნიჭის შესახებ ინფორმაცია გიორგი ძოწენიძემ გაგვანდო და გვითხრა, რომ ის კლავიშზე ნებისმიერ მელოდიას უკრავს, თუმცა ამას სმენით აკეთებს, მუსიკალური განათლების მიღებას კი პროექტის დასრულების შემდეგ აპირებს.

ვრცლად …

მსგავსი თემები