LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს, პროსტიტუცია “პაჟალუსტა” – კვიციანი დემოგრაფიის პრობლემაზე (ვიდეო)

270

ემზარ კვიციანი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატის ალექსანდრე ერქვანიას განცხადებას, რომ საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. ერქვანიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აბორტი სიკვდილის დასჯას შეადარა და თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ცინიზმია, რადგან სახელმწიფო მშობლებს შვილების მკვლელობის უფლებას აძლევს.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი, ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პროსტიტუცია, ნარკომოხმარება და აბორტი წახალისებულია. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“უბრალოდ აიღეთ, არასრულწლოვან გოგონას არ აქვს უფლება გათხოვდეს, აი, პროსტიტუცია “პაჟალუსტა”, კი ბატონო. აბორტი წახალისებულია, ნარკოტიკები — კი ბატონო. ვერ ხედავთ, რომ ვიღუპებით? შობადობა არ არის სიკვდილიანობა გაზრდილია” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები