LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არავინ თქვას, რომ დაიღალა სახლში ყოფნით, როცა ვარსებობთ ჩვენ, პედაგოგების შვილები”

2219

მას შემდეგ რაც, საქართველოში სასწავლო პროცესმა საკლასო ოთახიდან ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, არ წყდება განხილვები დისტანციური სწავლების უარყოფით მხარეებზე. ფაქტია, რომ ონლაინგაკვეთილების საჭიროებამ პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები სულ სხვაგვარი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ერთ-ერთი მთავარ პრობლემად სახელდება ონლაინსწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კერძოდ, მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე.

მშობლების თუ მოსწავლეები მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებს სახალისო ვიდეოთი გამოეხმაურა თათო ქარჩავა.

“მანამ, სანამ თქვენს ონლაინგაკვეთილსა თუ ლექციას დამცინავ ვიდეოს გადაუღებთ და “ტიკტოკსა” თუ “ინსტაგრამზე” ბევრ ლაიქს მოიპოვებთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი მასწავლებლის ეკრანს მიღმა, მის მიერ დღეს მინიმუმ შვიდჯერ აყენებული შვილი დგას, რომელიც თავისთვის სერიალს უყურებდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები