LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარათები, ყვავილები და საჩუქრები – როგორ მიულოცეს დედებს დედის დღე

1258

უკვე 28-ე წელია, საქართველოში გაზაფხულის მესამე დღეს, ფერადი ყვავილებით მორთული ქუჩებით ხვდებიან.

დედა – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლისთვისაც ბედნიერების მინიჭება არც თუ ისე რთული საქმეა. აჩუქეთ თუნდაც მინიმალისტური საჩუქრები, ყვავილები, დაუწერეთ მისალოცი ბარათები ან უბრალოდ უთხარით, რომ გიყვართ და ეს მათთვის საკმარისი იქნება.

გაზაფხულის შემოსვლასთან ერთად, მრავალფეროვანი ღონისძიებების დრო დადგა. დღესასწაულის შეგრძნება ქუჩებშიც შესამჩნევია. საღამოობით კი, როგორც ქართველებს სჩვევიათ, მოლხენა რესტორნებში ინაცვლებს. მანამდე კი – უგემრიელესი ცხელი შოკოლადი, ჩეხური ფუნთუშები და გლინტვეინი, გასართობი პროგრამა ანიმაციურ გმირებთან ერთად… ეს იმ შეთავაზებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც დედის დღესთან დაკავშირებით, ბოტანიკურ ბაღში მისულ სტუმრებს დახვდათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები