ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ განაცხადა, შედეგების გამოქვეყნება 1-ლი აგვისტოდან დაიწყება.

წელს 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. ქართული ენისა და ლიტერატურის პირველ სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 8% გამოცდაზე არ გამოცხადდა.

ქეთი გიგოლაშვილი
ავტორი