LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამტკბარი ფაფა, ორცხობილა და კომპოტი ბავშვისთვის ჯანსაღი კვება არ არის – პედიატრი ანა მაღრაძე

160

ბავშვთა კვების მითებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა.

-ანა, დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მინდა საუბარი ბავშვთა კვების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით დავიწყოთ. მშობლების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე გაასინჯებს ბავშვს სხვადასხვა სახის საკვებს, ის უფრო დადებითად განეწყობა ამ გემოების მიმართ, მოგვიანებით კი არ შეიქმნება პრობლემა და ის უჭმელი არ იქნება. რამდენად სწორია ეს მოსაზრება და თუ სწორია, რას ეფუძნება?

ანა მაღრაძე: თვითონ ტერმინი „გასინჯვა“ თავიდანვე არასწორია იმიტომ, რომ ბავშვთა კვება ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი საფეხურია პედიატრებისთვის. ეს ასეა ბავშვებისთვისაც, რადგან ბავშვის ჯანმრთელობა, სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარება ძალიან დიდ ნაწილში ეფუძნება სწორ კვებას. ამიტომ ყველა ახალი საკვები პროდუქტი და ინგრედიენტი ბავშვის რაციონში შეგვაქვს თანდათან, გარკვეული ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.

ვრცლად…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები