LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები – რა არის საჭირო მათ გასავითარებლად [ვიდეო]

2062

უკვე წლებია ქრომოსომებს უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღარ ითვლის. ეს კი დღევანდელი დღისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების დამსახურებაა. დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, ლოზუნგით “არ დატოვო… მიღმა”.

ამ დღეს უამრავი ღონისძიება ტარდება როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ასე რომ, საზოგადოება წლებთან ერთად უფრო მეტს იგებს ამ სინდრომის შესახებ. შესაბამისად დღეს, ბავშვებს დაუნის სინდრომით და მათ მშობლებს, საზოგადოებაში ინტეგრირება აღარ უჭირთ.

რაც შეეხება 21 მარტს – დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ, თარიღი 21,  21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას.

დაუნის სინდრომის დროს, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

თვალის ირიბი ჭრილი; ცხვირის ფართო, ჩაღრმავებული ხიდი, პატარა ცხვირი; სახის ბრტყელი პროფილი; მოკლე, ფართო ხელები; პატარა პირი; პირის ზომასთან შედარებით დიდი ენა; თვალების შიდა კუთხეში კანის პატარა ნაოჭი; კუნთების დაბალი ტონუსი – ამ გარეგნული მახასიათებლებით ადვილად ამოიცნობთ ამ სინდრომის მქონე პირებს, ხოლო რაც შეეხება განვითარებას, ბავშვებს დაუნის სინდრომით, შედარებით გვიან უვითარდებათ ახალი უნარები, მაგალითად, გვიან იწყებენ სიარულს, თამაშს, ძნელად ითვისებენ ყოველდღიურ ჩვევებს, აქვთ მეტყველების სირთულეები, თუმცა ამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია სწორი და კარგად დაგეგმილი აქტივობებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები