LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ქონდრისკაცი ფეხებს მილოკავდა, არ იყო ქება და დიდება, რომელსაც არ მასხამდა- სააკაშვილი ივანიშვილზე (ვიდეო)

849

“მალე ჩაგხედავ ბიძინა მაგ თვალებში, ქართველ ხალხთან ერთად და ძალიან მალე მოგთხოვთ პასუხს“, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა. სააკაშვილი ივანიშვილს კვლავ სიცრუეში ადანაშაულებს.

„ივანიშვილი სულ ტყუის. ერთ-ერთი ტყუილი, რაც მან თქვა, ინტერვიუში, არის ის რომ თითქოს ჩემთან სტუმრობისას მე წელში მოხრილი და საცოდავი ვიჯექი.

„შევედი და სააკაშვილი იჯდა წელში მოხრილი, საცოდავი მზერას ვერ მისწორებდა, ასე ვუთხარი“,- ციტირებს სააკაშვილი ივანიშვილის სიტყვებს და დასძენს -“მე წელმოხრილი არ ვიყავი პუტინის წინაშე. ეს ქონდრისკაცი, რომელიც ფეხებს მილოკავდა, სანამ პრეზიდენტი ვიყავი. რამდენჯერ მოდიოდა ჩემთან. გრძელი კაბინეტი იყო კანცელარიაში, იქედან შემოდიოდა წელმოხრილი და ლამის ხოხვით. არ იყო ქება და დიდება, რომელსაც ის არ მასხამდა ხოლმე. მალე ჩაგხედავ ბიძინა მაგ თვალებში, ქართველ ხალხთან ერთად“, – თქვა სააკაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები