LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია და ილია ნაკაშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

764

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც  „მინისტრის საათის“ ფორმატში დავით ზალკალიანს უსმენენ.

ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია და ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე დაუპირისპირდნენ.

„ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი გენერალი, პოლკოვნიკი, უმრავლესობის, თუ თავისი ფრაქციის? მის პოზიციას იზიარებთ?“, – ბოკერიას ამ კითხვას მოყვა დაპირისპირება.

ევროპული საქართველოს ლიდერს ნაკაშიძე გამოეხმაურა და დეპუტატებს შორის კამათი მოხდა, რომელშიც სიმონ ნოზაძე და თემურ ხუბულური ჩაერთვნენ. სიმონ ნოზაძემ საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკამ კრახი განიცადა, ქვეყანა ომში ჩაითრიეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები