გიგო შიუკაშვილი, რომელმაც საზოგადოებაში თავი განსაკუთრებული შესაძლებლობებით, დამოკიდებულებებითა  და დადებითი ემოციებით დაიმკვიდრა, დღეს „გიგოს ფონდის“ დამფუძნებელია.

იმისთვის, რომ მას მეტი სიკეთის გაკეთება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა შესძლებოდა, მისი ფონდის დაარსების იდეის განხორციელებას, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ ხორცი შეასხა.

სულ რამდენიმე წელია, რაც დაუნის სინდრომის ასოციაცია და გიგოს ფონდი, არაერთ სოციალურ აქტივობაში იღებს მონაწილეობას. მათი დახმარებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობის და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, საზოგადოებაში ინტეგრირება ნაკლებად უჭირთ.

სახელოსნო „ბაბალე“ – ეს სწორედ ის სივრცეა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშების მშობლებმა, ერთიანი ძალებით შექმნეს. ბაბალეში ყველა განსაკუთრებული შესაძლებლობების ადამიანს, შეუძლია შექმნას, საკუთარი სუვენირი, სათამაშო და ნებისმიერი ხელნაკეთი ნამუშევარი, რომელიც ავტორს მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს.

დღეს გიგო მისი ფონდის და მეგობარების დახმარებით, საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, ადამიანების გახარებას შეეცადა. გიგოს თქმით, რომ „ახალგაზრდებმა, მეტი სიკეთე უნდა ვაკეთოთ“ – ამის განხორციელება თავად დაიწყო.

გულწრფელი სურვილები, საგულდაგულოდ შეფუთული ნივთები და სავსე სასაჩუქრე კალათები, გიგომ დაუნის სინდრომის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს თავად დაურიგა.

გიგო ნაბიჯ-ნაბიჯ ამტკიცებს, რომ მეტი ქრომოსომა, მეტი შესაძლებლობაა და ის სამომავლოდ, ფონდის ფარგლებში არაერთ სიახლეს და სიურპრიზს გვპირდება.