LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა, რომელიც ხელის მტევნების გარეშე დაიბადა, წერის კონკურსის გამარჯვებულია (ფოტოები, ვიდეო)

233

10 წლის გოგონა, რომელსაც ხელის მტევნები არ აქვს, „The Zaner-Bloser“-ის ეროვნული ხელწერის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

პრიზი ყოველწლიურად სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გაიცემა.

6 წლის ასაკში, როდესაც სარა აშშ-ში თავის ოჯახთან ჩავიდა, მას მხოლოდ ლაპარაკი და ერთი სიტყვის “მანდარინის“ დაწერა შეეძლო.

 

უფროსი დის ვერონიკას დახმარებით, სარამ სწრაფად აითვისა ინგლისურად წერა.

სარას წერასთან ერთად უყვარს ბეისბოლის, ჭადრაკის თამაში, ცურვა და ქანდაკებების შექმნა.

იხილეთ BBC-ის მიერ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი.