სასულიერო პირები აპირებენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ლგბტ პრაიდი არ ჩატარდეს, მაგრამ თუკი პრაიდი მაინც ჩატარდება, გეგმავენ პროტესტი გამოხატონ.

ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ აკრძალონ მსგავსი ღონისძიებები.

„ეს ქმედება არის სასიკვდილო ცოდვა. ამ ქმედების გამო ნადგურდებიან პიროვნებები, ნადგურდებიან ოჯახები, ინგრევა სახელმწიფოები. წარღვნის მიზეზი ეს იყო. ამის გამო ინგრეოდა უდიდესი იმპერიები. ამის გამო დაინგრა რომის იმპერია. ბიზანტია ამიტომ დაინგრა, რუსეთში რევოლუცია ღმერთმა ამის გამო დაუშვა და წარმოიდგინეთ, რა მოუვა საქართველოს?! ასეთ პატარა ქვეყანას. ეს იქნება დაღუპვის დასაწყისი. ღმერთი დაგვსჯის ამის გამო, ამიტომ ვართ ჩვენ შეწუხებულები.

ჩვენ ნათლად ვხედავთ, ქვეყანა რა დღეშია. ფაქტობრივად, თავდაცვისუნარიანობა არ აქვს. ჯარი ჩვენ არ გვყავს. არაფერი ჩვენ არ გვაქვს. ერთადერთი ღმერთის იმედი გვაქვს და რაღაც ძალები ცდილობენ, რომ ღმერთთანაც დაგვაპირისპირონ,“- აღნიშნა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

დეკანოზი გურამ კაშიას მიერ ლგბტ სამკლაურის გაკეთების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს რომ არ გაკეთებინა მისი “კარიერა, მაგის ბიზნესები დამთავრდებოდა, რაც კი აქვს, ნოლზე დასვმადნენ.”

შეგახსენებთ, გურამ კაშიამ მისი პოზიცია თანასწორობასთან დაკავშირებით არაერთხელ დააფიქსირა და არაერთი განცხადება გააკეთა სიძულვილის წინააღმდეგ.

თაკო ივანიაძე
ავტორი