LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ როინიშვილი: „თავიდანვე ვიცოდით, რომ ელენეს მსახიობობის ნიჭიც ჰქონდა და სიმღერისაც…“

745

თამრიკო ჭოხონელიძის ოჯახში ყველა შესანიშნავად მღერის და ეს უკვე არავის უკვირს, მაგრამ მაინც… მისი შვილიშვილი, ასევე მომღერლის, მარიამ როინიშვილისა და მსახიობ გიორგი მახარაძის ქალიშვილი, ელენე, საკუთარი შესაძლებლობებით ამ მხრივ ყველას აოცებს. აშკარაა, გოგონას სიმღერის გენეტიკური ნიჭი აქვს, ასევე მსახიობობისაც და როგორც გავარკვიეთ, ძალიან კარგად ცეკვავს კიდეც…

ელენეს იღებენ სერიალში „იდეალური დედა“, სადაც კასტინგზე მამამ მიიყვანა. მას ხშირად ეკითხებიან, როგორ განვითარდება სერიალში ამბები, მაგრამ იცის, რომ ამ კითხვას პასუხი არ უნდა გასცეს…

მარიამსა და ელენეს შევხვდით კაფე „ორანჟერეაში“, რომელიც საახალწლოდ ულამაზესად არის მორთული და ფოტოებიც შესაბამის გარემოში გადავუღეთ, შემდეგ კი დედა-შვილს გავესაუბრეთ.

მარიამ, ელენე რომ ფანტასტიკურად მღერის, ეს უკვე ვიცით და ახლახან სერიალში „იდეალური დედა“ გამოჩენით დაამტკიცა, რომ სამსახიობო ნიჭიც აქვს… გინდა, რომ სახელოვნებო სფეროს გაჰყვეს?

ჩვენს ოჯახში არავის უნდოდა განსაკუთრებულად, რომ მომდევნო თაობა ხელოვნებას გაჰყოლოდა, ეს თავისთავად ხდებოდა. ეს ელენეზეც გავრცელდა. აბსოლუტურად არ გვქონია გათვლა და მიზანი, რომ ელენე მაინცდამაინც ამ პროფესიას დაკავშირებოდა. ზოგადად, მინდოდა, სხვა პროფესიასაც შეხებოდა. ჯერ კიდევვ ადრე ამის გადაწყვეტამდე, ელენე ჯერ 9 წლისაა, მაგრამ რაც უნდა აირჩიოს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. რაც გიყვარს, ის უნდა აკეთო და მშობლების უხეშად ჩარევა არ გამოდის. რაც მას გაუხარდება და მისთვის იქნება სასიამოვნო, ის უნდა აკეთოს.

ვრცლად ფოტოები…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები