LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკ მარტელთან ერთად ამღერებული მთელი დარბაზი – შოუს ემოციური დასარული

138

კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც „ქუინის“ მორიგი შოუ ჩაატარა. მუსიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გააზიარა ვიდეო მასალა სეულში ჩატარებული კონცერტიდან.

კანადელმა მუსიკოსმა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის უკვდავი ჰიტი Love Of My Life შეასრულა. შოუს დახურვა ყველაზე ემოციური მომენტი გამოდგა. ვიდეოში ჩანს, რომ სიმღერის შესრულებას ფანები ექსპრომტად ცდილობენ.

შეგახსენებთ, რომ კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი წელს „ოქროს ტალღის“სპეციალური სტუმარია. ის 11 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული „ქუინის“ უკვდავ ჰიტებს შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები