LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მელაპარაკება ეს “ნაციონალების” ხუთლარიანი ქალი” – დაპირისპირება თამარ ჩერგოლეიშვილსა და ანრი ბიბინეიშვილს შორის (ვიდეო)

1329

ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”, სადაც მოწვეული სტუმრები, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავდნენ, პოეტი ანრი ბიბინეიშვილი და “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე დაწყებულმა მსჯელობამ გამოიწვია.

“ხალხო წნევა ხომ არ გაქვთ? ქვეყანაზეა საქმე, ვაჟა გაფრინდაშვილზეა საქმე, ამაზე ვიფიქროთ ცოტა, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში, გავუშვათ ეს პოლიტიკური ლიდერები სანაგვეზე, რომ ერთიდაიგივე სახეები არადა არ მოშორდა ქართულ რეალობას. თქვენ რას აკეთებ ამისთვის, გინდა სოციალური ქსელიდან, გინდა ტელევიზიიდან, ახლაც მეუბნებით, პათეტიკაში ადანაშაულებთ ადამიანს, პირადად მე რა პასუხს გამცემთ, რა მიქნეს… გიგა მაქარაშვილის მესმის. იგივენაირად მიქნეს “ნაციონალური მოძრაობის” არსებობის დროს. 12 დღე წამიყვანეს და მცემეს! არცერთი არ გამოსულხართ, პასუხი არ მოგითხოვიათ!, – განაცხადა ბიბინეიშვილმა, რა დროსაც ჩერგოლეიშვილმა გააწყვეტინა:

“თქვენ რომ წაგიყვანეს კარგი იყო? ამიტომ გიგაც უნდა წაიყვანონ?”

“მორჩით ამ მასკარადს! ამ სპექტაკლს! ახლა წავალ, თავს ვერ შევიკავებ ამ ქალთან, მელაპარაკება ეს “ნაციონალების” ხუთლარიანი ქალი!”, – მიმართა ბიბინეიშვილმა ჩერგოლეიშვილს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები