ყველასთვის საყვარელი შალვა ამონაშვილი “ფორტუნას” ესტუმრა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათგან ერთ-ერთი თემა ბავშვების აღზრდაა.

„მშობელმა რომ შვილი აღზარდოს თვითონ უნდა იყოს აღზრდილი. თუ აკლია რამე, თვითონაც უნდა ზარდოს თავის თავში საუკეთესო თვისებები და ბავშვსაც შეეშველოს აღზრდში. თუ დედას  და მამას ჰგონიათ, რომ ისინი უკვე აღზრდილები არიან, აღზრდაში ხელი მოეცარებათ.

ზრდი რა ბავშვს უნდა გაზრდო შენი თავიც. ეს ერთი მთავარი პირობაა. მეორე მთავარი პირობა ის არის, რომ უნდა გქონდეს რაღაც ფილოსოფიური წარმოდგენა შენს თავზე და ბავშვზე. რაღაც უნდა ამოიღო შენი მეთოდები, რაღაც უნდა გქონდეს ჭა რაშიც სუფთა წყალია,  ჩაუშვებ და ამოიღებ სუფთა აზრებს. აი ეს საფუძველი რა უნდა იყოს?! – ჩემთვის და იმ პედაგოგიკისთვის რომელსაც მე ჰუმანური ვუწოდე, ასეთი წყარო არის რწმენა. რწმენა ღმერთისა“, – ამბობს შალვა ამონაშვილი.

ბატონი შალვა ცნობილი ფსიქოლოგი, პედაგოგი და აკადემიკოსია, რომელიც ჰუმანური პედაგოგიკის მიმდინარეობის დამაარსებელად მიიჩნევა.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები