სოციალურ ქსელში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მსახიობების ვიდეო გავრცელდა, სადაც ფილმის მთავარი გმირები ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი მეგობრების გარემოცვაში ცეკვავენ.

ცნობისთვის, აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”, კიდევ ერთი ჯილდო მოიგო. გუშინ მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ Listapad-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც გამარჯვებულ ფილმებს შორის სწორედ ქართულ-შვედური პროექტი “და ჩვენ ვიცეკვეთ” მოხვდა.

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი კაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი ფილმი მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე მოგვითხორობს.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები