LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა ბიჭუნა ონლაინგაკვეთილების შესახებ: “ცუდი ის იყო,რომ მასწავლებლებმა არ იცოდნენ რაღაცები…”

191

დოდი ხარხელი სოციალურ ქსელში ავრცელებს შვილის, ვილიამის ვიდეოს, სადაც პატარა ბიჭუნა საუბრობს ონლაინსწავლების დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.

„ონლაინ სწავლების შეჯამება.
ცოტა დავასპოილებ, რადგან უგრძელესი ვიდეოა: ვილიამის აზრით, უმთავრესი შეცდომა იყო “ისტ” ანუ კომპიუტერის გაკვეთილი რომ ამოვარდა, როცა პირიქით, უნდა დაპრიორიტეტებულიყო, თან არამხოლოდ მოსწავლეების, არამედ მასწავლებლებისთვისაც”, აღნიშნავს დოდი ვიდეოს აღწერისას.

როგორც თავად ბიჭუნა ამბობს:

„გაცდენა იყო ძალიან ადვილი. დიქლაინს აჭერ და გაკვეთილს აცდენ, რასაც გინდა, იმას შვრები. ყველა ბავშვს რომ ვერ ვხედავდი, ესეც ცუდი იყო. ბავშვებს რომ უჭედავდა და კამერას რომ ვერ რთავდნენ, ესეც ცუდი იყო… მასწავლებლებსაც უჭედავდა… კიდევ ის იყო ცუდი, რომ არ იცოდნენ მასწავლებლებმა რაღაცები…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები