LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ მეუღლესა და შვილზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა (ვიდეო)

140

პრინცი ჰარი გარდა მზრუნველი მამის სტატუსისა, მეუღლის უდიდესი მხარდამჭერიცაა. ეს WellChild Awards-ის დაჯილდოებაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

სასექსის ჰერცოგმა ემოციები ვერ შეიკავა, როდესაც გაიხსენა ის მომენტი, რა დროსაც მეგანმა და მან გაიგეს, რომ მშობლები გახდებოდნენ.

“გასულ წელს, როცა მე და ჩემი მეუღლე ამ ღონისძიებას ვესწრებოდით, უკვე ვიცოდით, რომ ბავშვს ველოდებოდით, იმ დროს ეს ჩვენ გარდა არავინ იცოდა. მახსოვს…

მახოვს, მეგან მაგრად ჩავჭიდე ხელი. მაშინ ორივემ გავიფიქრეთ, რა იქნებოდა, როდესაც ერთ დღესაც მშობლები გავხდებოდით და ყველაფერს გავაკეთებდით ჩვენი შვილის დასაცავად.

ახლა კი, როცა თქვენს წინაშე, როგორც მშობელი ვდგავარ, გული ისე მიცემს…

ამ გრძნობას ვერასდროს გავიგებდი, სანამ საკუთარი შვილი არ მეყოლებოდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები