ჟესტური ენით მომსახურება და სივრცითი მოწყობის სტანდარტები – შშმ პირებისთვის კანონში მალე ცვლილებები იგეგმება. იუსტიციის სახლმა შშმ პირებისთვის ჟესტური ენით მომსახურება დაიწყო. ამ სიახლით სარგებლობა უკვე შეუძლიათ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, თუმცა გარდა ამისა, შშმ პირების სივრცითი მოწყობის სტანდარტების დარღვევაზე რეგულაციები მკაცრდება. კანონპროექტში შეტანილი ცვლილება ჯარიმების ოდენობის ზრდასაც ითვალისწინებს.

წლებია, შშმ პირებს არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრება და საფრთხეებთან შეჭიდება უწევთ. ამბობენ, რომ ალაგ-ალაგ დამონტაჟებული, უსინათლოთათვის განკუთვნილი შუქნიშნები და სიმბოლურად მოწყობილი პანდუსები მხოლოდ ფასადურია და რეალურად გარემო სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის არ იძლევა დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალებას.

იმის დასადგენად, თუ როგორ მოახერხებს უსინათლო პირი თბილისის ქუჩებში დამოუკიდებლად გადაადგილებას, “ფორტუნამ” ექსპერიმენტი ჩაატარა.

 

ტეგები: "ფორტუნას" თემები დავით ბიბილეიშვილი ესმა გუმბერიძე რატი იონათამიშვილი შშმ პირები
თათია კაკიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები