LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა – ვის შეუძლია მონაწილეობა (ვიდეო)

165

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს აცხადებს.

კონკურსის გამოცხადების ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გახსნეს.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ფონდის ინიციატივითა და  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, წელს მესამედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდია.

პროფესიული განათლების 2019 წლის ეროვნული ჯილდოსთვის საკონკურსე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია www.awardtvet.ge – ზე. აქვე იხილავთ კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 5 ივლისი.

 

პოპულალურები