LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაღალდებით შესრულებული „კარმენი“ ერთ-ერთ ქართულ სკოლაში

357

მუსიკოსი მაგდა მათითაშვილი, რომელიც ერთ-ერთ სკოლაში, მესამეკლასელებთან მუშაობს, ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია, როგორ ქმნიან მუსიკას ქაღალდების ფრიალის საშუალებით პატარები.

მაგდა წერს:

„ქაღალდით ვქმნით მუსიკას.ჟორჟ ბიზე,,კარმენი”, (უვერტიურა), მე-3 კლასი“.

ვიდეოში ბავშვები აშკარად ძალიან ბედნიერად გამოიყურებიან ამგვარი აქტივობის ფონზე და მაქსიმალურად არიან ჩართული მუსიკალურ თამაშობაში.

„აღფრთოვანებული დავრჩი. მინდა ასეთი მასწავლებლები საქართველოს ყველა სკოლაში“, აღნიშნავს ვიდეოს ერთ-ერთი შემფასებელი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები