LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქის გალამაზება თუ საკუთარი აზრის გამოხატვა: ქუჩის მხატვრობის პარალელური დინება (ვიდეო)

235

წლების წინ შენობების კედლებზე სხვადასხვა შინაარსის ნახატებისა და წარწერების შექმნა ხულიგნობად მიიჩნეოდა, ავტორებს კი „ქუჩის ხულიგნების“ სახელით მოიხსენიებდნენ. თანდათან ქუჩის მხატვრობა აზრისა და პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად იქცა. ხელოვანი ადამიანები, ამ გზას ეფექტურად იყენებენ და კედლებზე შესრულებული ნამუშევრებით საზოგადოებამდე საკუთარი სათქმელი მიაქვთ.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ხულიგნობა ხელოვნებად აღიქვეს. დღეისათვის სხვადასხვა ქვეყანაში მმართველი ორგანოები ამ სფეროს განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ, მათ შორის საქართველოშიც. რამდენიმე ქალაქში, მერიის მხარდაჭერით, გარემოსა და ქალაქის იერის გასალამაზებლად მხატვრებს შენობა-ნაგებობებს უთმობენ, სხვადასხვა ფესტივალითა და პროექტით, ფინანსური მხარდაჭერითა და ტექნიკით უზრუნველყოფენ.

ამის მიუხედავად, ბევრი ხელოვანი წუხს, რომ ეს მხარდაჭერა, სხვადასხვა შეზღუდვასა და ცენზურასაც აწესებს, რის გამოც მათი გამოხატვის შესაძლებლობა იზღუდება.

თბილისში მოხატული კედლები ბევრ ადგილას გვხვდება. უმეტესობა სილამაზისთვის შესრულებული ნახატია, რომელიც ქალაქის იერს მართლაც ახალისებს. თუმცა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსისა და აზრის მქონე ნამუშევრებსაც შევხვდებით, რომლებიც ავტორების მიერ საზოგადოებისთვის დატოვებული გარკვეული მესიჯია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები