ქეთი ფარესაშვილი „ოქროს ტალღისთვის“ განსაკუთრებულად ემზადება. წლის სიმღერის დაჯილდოებაზე მისი ორი ნამუშევარია. ქეთი ახალ სიმღერებზეც მუშაობს.

ქეთი ფარესაშვილი:

„გვიახლოვდება „ოქროს ტალღა“ და გულისფანცქალით ველოდები. არ მოგატყუებთ, ყოველთვის გინდა, იყო გამარჯვებული. მით უმეტეს, როცა იგემებ გამარჯვებას, იმდენად სასიამოვნო და ტკბილია, სულ გინდა და გინდა.

„ოქროს ტალღაზე“ წარმოდგენილია ორი სიმღერა. ვფიქრობ, ძალიან საყვარელი სიმღერებია. დადებითი მოლოდინი მაქვს.

„ოქროს ტალღით“ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მინდა, უფრო წარმატებული იყო, უფრო წინ და წინ წავიდეს, გაფართოვდეს. ეს არის იმის სტიმული, რომ ბევრი რამ შექმნა, დაგიფასებენ, სიყვარულს გაგრძნობინებენ. უფრო მეტისა და მეტის კეთება გინდება. მადლობა თქვენ!..“

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

მსგავსი თემები