LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურთუკისგან დამზადებული სანათი და მეორეული ნივთების მოდა – მაღალი დონის სავაჭრო ცენტრი, სადაც გარემოზე ზრუნავენ

140

შვედეთში, ეს სავაჭრო ცენტრი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივია, მაგრამ აქ არის რაღაც განსხვავებული. ამ ცენტში ყველა ნივთი მეორეულია.

ზოგი პროდუქტი გამოყენებული და გადაგდებულია, ზოგიც გადამუშავებული. აქ არასაჭირო ნივთები იცვლება და ახალ დანიშნულებას პოულობს. ამ გზით შვედები გარემოზე ზრუნავენ.

მოლის ჭკვიანი ნაწილი ესკილსტუნაშია, რომელიც სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს. ეს ადგილია, რომელიც ქალაქის გადამამუშავებელ ცენტრთან მდებარეობს.

ცენტრთან მანქანების ნაკადი არ წყდება. ისინი მოდიან იმისთვის, რომ არასაჭირო სახლის ნივთები გადაყარონ. ნივთებს ადგილზე ხვდება გუნდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ყველაფერი დაახარისხოს.

დახარისხებული ნივთებიდან მოლის მენეჯერები არჩევენ გასაყიდ ან გადასამუშავებელ ნივთებს.

2018 წელს მოლში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების მეორეული საქონელი გაიყიდა და უსარგებლო ნივთებმა ახალი სახლები იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები