LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა მოქმედებაა? რა ვითარებაა?” – პუტკუნა მურა დათვი ვიდეოხაფანგში არ გაება

328

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ფეისბუქის გვერდზე სახალისო ვიდეოს ავრცელებს. როგორც ჩანს, ტყეში განთავსებულმა ვიდეოხაფანგმა პუტკუნა მურა დათვი გადაიღო, რომელიც უკანალის გასაგრილებლად წყლის გუბეში ჩამოჯდა.

თუმცა, მურა დათვი მალევე მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და შესაშური სიფრთხილით უკან დაიხია.

“რა მოქმედებაა? რა ვითარებაა?” – ამ სათაურით გამოაქვეყნა ფოტო–ხაფანგით გადაღებული მურა დათვი, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები