LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე მიუთითებს ცვლილებები სისხლის საერთო ანალიზში – ნინო შარაშენიძის რეკომენდაციები

852
ninosharashenidze216

რას ინფორმაციას გვაძლევს სისხლის საერთო ანალიზი – ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, სისხლის საერთო ანალიზი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევაა, ყველაზე იაფად ღირებული, ყველაზე რუტინული, ადვილად გასაკეთებელი, წასაკითხი და ძალიან ბევრ დაავადებაზე ინფორმაციის მომცემი. სისხლის საერთო ანალიზი სჭირდება ყველა დარგის სპეციალისტს. არ არსებობს დაავადება, რომლის დრენირება არ ხდება პერიფერიული სისხლის საერთო ანალიზში და, უმეტეს შემთხვევებში, სწორად წაკითხული ანალიზი იძლევა საშუალებას, ექიმმა  შემდგომი ლაბორატორიული კვლევები განსაზღვროს, რაც საბოლოოდ  მიიყვანს კიდეც დიაგნოზამდე.

ძალიან ხშირად, როდესაც ორგანიზმში უარყოფითი პროცესი მიდის, სისხლის საერთო ანალიზში კი, კარგი პასუხია, ეს ექიმს სიმშვიდეს ანიჭებს. ეს მეტყველებს პაციენტის სტაბილურ თერაპიულ სტატუსზე და ასევე საშუალებას გვაძლევს, ძალიან წარმატებულად ვებრძოლოთ რთულ დაავადებას. სისხლის საერთო ანალიზში ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებია მითითებული, სადაც არის ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობა. თითოეული ამ მაჩვენებლის გარკვეული ცვლილება სხვადასხვა დაავადებაზე აზრის შექმნის საშუალებას იძლევა. არის ერითროციტების დალექვის სიჩქარე, რომლის რაოდენობის მომატება, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოსავალი ონკოლოგიური დაავადებების, მძიმე ინფექციური პათოლოგიების შესაძლო არსებობის.

მუდმივად ვთხოვ ჩემს ირგვლივ მყოფებს, რუტინულად, ხშირად, შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ლაბორატორიული მონიტორინგი, როგორიცაა სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, თერაპევტის კონსულტაცია, ეს ძალიან ღირებული კვლევებია.

როდესაც ადამიანი თავის რომელიმე დაავადებას ექიმთან ვიზიტის დროს იგნორირებას უკეთებს, იმიტომ რომ თვლის, ეს მისთვის არ არის მნიშვნელოვანი, სინამდვილეში სწორედ ამ ანალიზების საშუალებით ხდება პრობლემაზე აქცენტის გაკეთება. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც ჩვენთან სრულიად სხვა პრობლემით მოსულან და ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, გაცილებით მძიმე დაავადება დაგვიდგენია. ადრეული დიაგნოსტიკა კი ამ პაციენტების სრული გამოჯანმრთელების მყარი გარანტი გამხდარა“ –  განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები