LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია განახლებული ვახუშტის ხიდი [ვიდეო]

653

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნოროგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ვახუშტის ხიდის მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო იყო, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია მერიის პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იდგა.

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო. სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლინდა სხვა დაზიანებებიც, რომელიც დასაწყისში ვიზუალურად არ ჩანდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ მიმართულებითაც განხორციელდა.

მერიის ცნობით, ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს; დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები გზის საფარის ქვეშ მოექცა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს.  

რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა და მასზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხიდის მდგრადობას მონიტორინგს ერთ-ერთი ევროპული კომპანია გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები