LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანაია კუხიანიძეს: „ფეისბუქზე რომ დედა მაგინეთ და ახლა, ჩემთან ხართ სტუმრად, ბოდიშს მიხდით?!“ (ვიდეო)

463

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ “ტვ პირველის” ეთერში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს გინების გამო ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ  ის მხოლოდ გამოხატვის ფორმის გამო იხდის ბოდიშს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ოჯახის მიზანი პროვოკაცია ყოფილიყო.

კუხიანიძის ამ განცხადების შემდეგ, წამყვანმა ვახო სანაიამ ჰკითხა, იხდის თუ არა ის, როგორც საკრებულოს წევრი ბოდიშს, იმის გამო, რომ მას სოციალურ ქსელში დედა აგინდა, ხოლო ინგა გრიგოლია უშვერი სიტყვებით მოიხსენია.

„მოვედი სტუმრად იმის გამო, რომ მიმაჩნია, ჩვენ პიროვნულ უსიმპატიურობაზე მეტად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი სხვა თემებია. თქვენ იხდით ბოდიშს რაც იმ დღეს გააკეთეთ?! როცა გყავდათ ადამიანი და დაკითხვა მოუწყეთ როგორც „ენკავედე“? თქვენ ჟურნალისტი ხართ და არა პროკურორი! დამთავრდება გადაცემა და ამ საკითხზე მერე ვისაუბროთ… როცა ვხედავ რაღაცას და არის უსინდისობა და არასწორი საქციელი, მაშინ მიჩნდება… “ – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში დაწერილი სკანდალური პოსტის შემდეგ, ერეკლე კუხიანიძემ ვახო სანაია და ინგა გრიგოლიაც გალანძღა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები