LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლის რისკის ფასად: ქალმა ტყის ხანძრისას კოალა გადაარჩინა (ვიდეო)

501

ავსტრალიაში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს.სიდნეი კვამლშია გახვეული, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმას რვაჯერ აღემატება.ოქტომბერში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა. განადგურდა სამასამდე საცხოვრებელი სახლი და მილიონ ჰექტრამდე ტყის მასივი.

ამასთან, წელს ხანძარს 300-ზე მეტი კოალა ემსხვერპლა. ველურ ბუნებაში დაახლოებით 43 ათასი კოალაა დარჩენილი.

სიდნეი კვამლშია გახვეული – ჰაერის დაბინძურება კატასტროფულ ნიშნულზეა (ფოტო, ვიდეო)

ავსტრალიური მედიამ, ცოტა ხნის წინ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაარჩინა გამვლელმა ქალმა, ცეცხლმოკიდებულ ტყეში კოალა, რომელსაც ხანძრის შედეგად უკვე დამწვრობები ჰქონდა მიღებული.

მედიის ცნობით, ქალმა სახელად ტონიმ ტანისამოსი გაიხადა და ცხოველი გაახვია. კოალა ახლომდებარე ვეტერინარულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები