LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცოცხლისთვის საშიში ბუნებრივი აირის გამათბობლები და საგანგაშო სტატისტიკა – რა არის უბედური შემთხვეევბის მიზეზი

66

სიცოცხლისთვის საშიში ბუნებრივი აირის გამათბობლები – „ყაზტრანსგაზ თბილისი“ საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებს. კომპანიის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს ბუნებრივი აირის მოწამვლის 73 და გარდაცვალების 11 ფაქტი დაფიქსირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი, წყალგამაცხელებლისა და საკვამური მილების არასწორი მონტაჟია.

ირკვევა, რომ გაფრთხილების მიუხედავად, აბონენტები გამათბობლებს ხშირ შემთხვევაში, თვითნებურად აერთებენ.

გამათბობლები, რომლის დაყენებაც დახურულ სივრცეში აკრძალულია, ამ დრომდე ბაზარზე შეზღუდვების გარეშე იყიდება. მეტიც, დაბალი ფასის გამო ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რადგან მცირე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ეს გათბობის უალტერნატივო საშუალებაა.

ენერგოომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია იმ მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც გაზის გამათბობლებს თვითნებურად აერთებს.

ბუნებრივი აირის მიმწოდებლები, მოსახლეობას მოუწოდებენ, თვითნებურად არ დააერთონ გამათბობლები და პრობლემის შემთხვევაში, ცხელ ხაზს მიმართონ, წინააღმდეგ შემთხევვაში, მათი განცხადებით, უბედურ შემთხვევებზე პასუხიმგებელი თავად აბონენტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები