სოფო გელოვანი „ოქროს ტალღაზე“ ერთ-ერთი წამყვანი ნომინაციის სამეულშია. ის საუკეთესო ქალი შემსრულებლის კატეგორიაში სიმღერით „ცივი ხელები“ მოხვდა.

სოფო გელოვანი:

არ ვართ გათამამებულები ასეთი მრავალფეროვანი პროექტებით. ეს არის დიდი ყურადღება, რაც სასიამოვნოა. როგორც ვიცი, ბევრი სიმღერაა წარდგენილი და ყველა ჩემს კოლეგას წარმატებას ვუსურვებ.

„ოქროს ტალღა“ 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. მისი სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

 

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

მსგავსი თემები