LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ალადაშვილის გზა უდარდელი ბავშვობიდან ცხოვრებისეულ სირთულეებამდე – გოგო რომელსაც უყვარს წვიმა

65

თამარ ალადაშვილის უდარდელი ბავშვობა და ცხოვრებისგან გამოგზავნილი შემდგომი სირთულეები. გოგო, რომელმაც ბევრი დაბრკოლება გადალახა თვლის, რომ ყველა ფაქტი, რომელიც სინანულს ჰგვრიდა, დიდი გამოცდილება აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი წარმატება სწორედ ამან განაპირობა.

თამარ ალადაშვილი: მუსიკალურ ოჯახში ვარ გაზრდილი. ჩემი ბავშვობა დასაწყისში ძალიან ფერადი იყო.  ყველას არ ჯეროდა იმის, რომ მე დღეს რასაც ვაკეთებ გამომივიდოდა, მაგრამ მე მჯეროდა და მწამდა.

გოგო რომელსაც უყვარდა წვიმა, სიმღერა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა და მომღერალს წარმატებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. მისი შემოქმედების უმეტესი ნაწილი სიყვარულზეა და ყველა საავტორო სიმღერა საყვარელ ადამიანს ეძღვნება.

,,ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი. მეგობარმა მირჩია, რომ ეს სიმღერა უნდა ჩამეწერა. ასეც მოვიქეცი და მაშინ მივხვდი, რომ ცემი ბავშვობის ოცნება ასრულდა”.

,,ფორტუნა სთორის” გმირის თქმით, სიყვარული ადამიანს აძლიერებს და ბედნიერს ხდის. ის მუდამ შეყვარებულია და თვლის, რომ ამის გარეშე ცხოვრებაში ვერცერთი ადამიანი საყვარელ საქმეს ვერ გააკეთებს და წარმატებასაც ვერ მიაღწევს.

,,ცოტა თუ დაგაკლდება სიყვარული, მერე სხვანაირია ცხოვრება. მე მაქვს ის გრძნობა სრულად, რომლითაც ადამიანს შეუძლია იყოს ბედნიერი, შემოქმედი ისეთი, რომელიც მთებს გადადგამს. ყველა სიმღერაში ზუსტად ეს იგრძნობა და რაც მთავარია ვარ გულწრფელი, როდესაც ვმღერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები