LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავის დამკვიდრება, სხვების პატივისცემა, პასუხისმგებლობა… არაფორმალური განათლება მოზარდის ცხოვრებაში (ვიდეო)

278

არაფორმალური განათლების ცენტრი „ვისქი ჯორჯია (Weski Georgia)” საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ინსტრუქტორებმა 2018 წელს ჩამოაყალიბეს. ორგანიზაციის მიზანი არაფორმალური განათლების როლის გაზრდაა. „ვისქის“ წევრები სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურად თანამშრომლობენ და საკუთარ პროგრამას სთავაზობენ. ახალგაზრდა ინსტრუქტორები მოზარდებს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარებიან, სიძნელეების გადალახვას ასწავლიან, ცდილობენ ფიზიკური აქტივობისადმი მეტი ინტერესი გაუჩინონ.

ამჟამად ორ პროექტზე მუშაობენ: სკოლებში ტრენინგების კურსს ატარებენ და მესტიაში სამთო-სათხილამურო ბანაკისთვის ემზადებიან.

მათი აქტივობები მოზარდებს სოციუმში თავის დამკვიდრებას, სხვების პატივისცემას, პასუხისმგებლობას და ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას ასწავლის.

პოპულალურები