LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტელევიზიით ვუყურე ავარიას, ერთ-ერთი ჩემი დონორი აღმოჩნდა” – როცა სიცოცხლეს დონორი გჩუქნის

461

„ნუ წაიყოლებ შენს ორგანოებს ზეცაში, იქ იციან, რომ ისინი აქ გვჭირდება“ – ეს ტრანსპლაგტოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის გზავნილია. ეს ის შემთხვევაა, როცა ცხოვრება მეორედ დაბადების შანსს გაძლევს, სიცოცხლეს კი დონორი გჩუქნის.

35 წლის გიორგი სარქისოვი უკვე 5 წელია გადანერგილი გულით აგრძელებს სიცოცხლეს. გიორგი საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელმაც გული გადაინერგა. გადანერგილი გულით საქართველოში სულ 7 ადამიანი ცხოვრობს.

დონაცია ორგვარია. ერთ შემთხვევაში პაციენტის დონორი ცოცხალი ადამიანია, მეორე შემთხვევაში კი გარდაცვლილი.  საქართველოს ტრანსპლაგტოლოგთა ასოციაციის ბაზაზე არსებობს  ცოცხალ პოტენციურ დონორთა სია, რომელიც კონფიდენციალურია.  ასეთი საქართველოში მხოლოდ 200 ადამიანია.  მათი გარდაცვალების შემთხვევაში დონორობისთვის მათი ოჯახის წევრების თანხმობაც საჭიროა.

ამ ეტაპზე საქართველოში გვამური დონაცია არ ხორციელდება. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, მიზეზი მოსახლეობის არასათანადო დამოკიდებულება  და შესაბამისი ტექნიკური ბაზის არ ქონდაა. გია თომაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში გვამური დონაციით მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა იქნება შესაძლებელი. სხვა ორგანოების გადანრგვა კი მას შემდეგ განხორციელდება, რაც შესაბამისი ტექნიკური ბაზა ხელმისაწვდომი იქნება.

თუ შენც გაქვს სურვილი, შეუნარჩუნო სხვა ადამიანს სიცოცხლე უანგაროდ, ან დაუბრუნო მხედველობა უსინათლოს, თქვენც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ “ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში” .

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები