LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკივილი გულის არეში – ექიმი კარდიოლოგი მაია გოცაძე

158

-მაია, დიდი მადლობა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად გვესტუმრეთ. მოდით, საუბარი დავიწყოთ იმ უსიამოვნო შეგრძნების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. საუბარი მაქვს ტკივილზე გულ-მკერდის არეში. ასეთ დროს ადამიანებს ეჭვი პირველ რიგში გულის პრობლემაზე მიაქვთ, რაც განსაკუთრებით გვაშინებს. მაინც, რა იწვევს ტკივილს გულ-მკერდის არეში?

მაია გოცაძე: აღსანიშნავია, რომ ეს ექიმთან მიმართვიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია დაის სიმპტომთა ფართო სპექტრს მოიცავს. საერთო ჯამში მას მეორე ადგილი უჭირავს. ამ ჩივილით მხოლოდ აშშ-ში ექიმს ყოველ წელს 8 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს. ბუნებრივია, რომ ტკივილს გულ-მკერდის არეში მხოლოდ გულის პრობლემები არ იწვევს. ცხადია მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ინფარქტი, არითმიები, სტენოკარდია და ა.შ.ასევე ეს ჩივილი შესაძლოა სხვადასხვა სისტემის პრობლემიდან მოდიოდეს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ გულ-სისხლძარღვთა, ასევე ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემიდან გამოწვეული და ა.შ. მიზეზთა სპექტრი მრავალფეროვანია.

ვრცლად...

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები