LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აუზთან ჩაძინებული კაცი დათვმა გააღვიძა

152

მასაჩუსეტსელ მეტ ბიტს საკუთარი სახლის წინ, აუზთან მდგომ სკამში ჩაეძინა. ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ფაქტი, რაც შემდეგ მოხდა. მეტი ეზოში შემოპარულმა ცნობისმოყვარე დათვმა გააღვიძა, რომელიც მას თათით შეეხო.

როგორც სახლის ეზოში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, დათვმა აუზიდან წყალი დალია, რის შემდეგაც მისი ყურადღება სკამში ჩაძინებულმა მასპინძელმა მიიპყრო. საბედნიეროდ, ინციდენტი კარგად დასრულდა და მას შემდეგ, რაც დათვმა დაინახა, რომ კაცს გაეღვიძა, ტყისკენ გაიქცა.

მეტ ბიტის მეუღლის თქმით, კაცი ისეთი შოკირებული იყო, რომ თავის დასაცავად ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. საბედნიეროდ, დათვი მას არ დამუქრებია.

ვიდეო, რომელშიც აღნიშნული ფაქტია ასახული, სოციალური ქსელების ჰიტი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები