LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ექვსი არასრულწლოვანი ადის კუს ტბის გზაზე და ასე ეშვებიან დიდი სისწრაფით გზის სავალ ნაწილზე…“

110

სოფო ნებიერიძე სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და წერს, რომ კუს ტბაზე არასრულწლოვნები საშიში ფორმით ერთობიან და მათ მკაცრ რეაგირებას სთხოვს. სტატუსს თან მოჰყვება ვიდეოც…

გთავაზობთ პოსტს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოკლედ, ორი დღეა გიჟივით ვრეკავ და არანაირი რეაგირება არ გაქვთ, გარდა იმისა, რომ მოდიხართ და 6 ბავშვს მხოლოდ აფრთხილებთ, რომ მეორედ ეს არ გააკეთონ (მაგრამ რომ იცოდეთ, ამაოდ)!!! ფაქტი ისაა, რომ ექვსი არასრულწლოვანი ადის კუს ტბის გზაზე და ასე ეშვებიან დიდი სისწრაფით გზის სავალ ნაწილზე, არსებობს დიდი შანსი იმის, რომ რომელიმეს რამე მოუვიდეს და შეუვარდეს სწრაფად ამომავალ მანქანას… რა ვქნა, ვის მივმართო შემდეგ ჯერზე, რომ რეაგირება მოჰყვეს ამ ფაქტს?

P.S. საუბრით ჩვენც ვესაუბრეთ ამ ბავშვებს, მაგრამ აზრი არ აქვს, ასე გრძელდება უკვე რამდენიმე დღეა. ვფიქრობ, საჭიროა, მივიდეს მათ მშობლებამდე ეს ამბავი, რომ იცოდნენ, მათი შვილები როგორ „ერთობიან“ თავისი და სხვისი ბედით!!!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები