LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლეგენდარული ნინა სიმონის შვილი კახეთში ჩურჩხელას ავლებს

176

ლეგენდარული მომღერლის, ნინა სიმონის შვილი, ლისა, რომელიც თავადაც შესანიშნავი მომღერალი და მსახიობია, საქართველოს, კერძოდ კახეთს სტუმრობს. 3 ოქტომბერს მას ფესტივალის Jazz and Wine ფარგლებში, კონცერტი ექნება, მანამდე კი საქართველოს ერთ-ერთ მხარეს საფუძვლიანად ეცნობა.

როგორც Tsinandali Collection Hotel-ის გენერალური მენეჯერი, ელენე ოთარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„საოცარი ადამიანი ყოფილა ლისა სიმონი, თბილი და გულიანი, იმდენ სიყვარულს გასცემს შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. წინანდლის მამულის ბინადარ ლეკვს დიდხანს იხუტებდა გულში და ბოლოს გადაწყვიტა, პატრონი თუ არ ჰყავს მე წავიყვანო.

ლისას რთულ რაიდერს 1 თვე ვგეგმავდით, მაგრამ დღეს მან დაივიწყა ყველანაირი გლუტენფრი, ლაქტოფრი და ფორქფრი დიეტა. ვიღას ახსოვდა ქოქოსის წყალი, ქეშიუ და გუავა.  ლისამ დღეს სრულად შეიგრძნო კახეთის მადლი.

ხვალ წინანდლის პარკში გავასეირნებთ და ჭავჭავაძეების მუზეუმს დავათვალიერებინებთ. ზეგ კი მისი არაჩვეულებრივი კონცერტი გველოდება ბევრ სხვა სიურპრიზთან ერთად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები