LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ოთო ნემსაძისა და „ქართული ხმების“ „თბილისო“ ზურა ბაკურაძის აკომპანემენტით

83

მომღერალი ოთო ნემსაძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც „ქართული ხმების“ ტრაგიკულად გარდაცვლილი მომღერალი, ზურა ბაკურაძეც მონაწილეობს.

ოთო წერს:

„არც კი ვიცი, რა უნდა დავწერო, ან ვილაპარაკო…

ერთი საღამო იყო, სტუმრად ძალიან ცნობილი მუსიკოსი ჩამომივიდა ჩემთან, მთხოვა, ქართული ქალაქური სიმღერების მოსმენა მინდაო.

ზურას დავურეკე… როგორც ყოველთვის – ოთიკ, გელოდებით ყველას ჩემთანო.

მახსოვს დილის 6 საათამდე გაგრძელებული საოცარი საღამო…

არაჩვეულებრივი მუსიკოსი, კაცი, ძმაკაცი, მეუღლე, მამა და ქვეყნის პატრიოტი დაკარგა ქვეყანამ…

დღეს ქუჩაშიც კი სრულიად უცნობები ერთმანეთს უსამძიმრებენ…

შეხვედრამდე სიკეთის და სიყვარულის კაცო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები