მსოფლიო პანდემია და მოახლოებული დღესასწაული. შეზღუდვებისა და რეგულაციების მიუხედავად, მოსახლეობა საახალწლო სამზადისშია.

წლევანდელი საახალწლო სამზადისი, წინა წლებთან შედარებით, განსხვავებულია. შეზღუდვები, რომლებიც პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესდა, ბაზრობების დაკეტვას ითვალისწინებს, რაც ადგილობრივი მოვაჭრეებისთვის  დიდ პრობლემას წარმოადგენს, რის გამოც ისინი იძულებული გახდნენ საქონლის რეალიზაცია გარე დახლებიდან მოახერხონ.

აგრარული ბაზრები ღიაა, თუმცა საახლწლო დღეებში რთულია დაიცვა დისტანცია და ყველა ის რეკომენდაცია, რაც ვირუსის პრევენციისთვისაა საჭირო.  შეზღუდვების მიუხედავად, მოსახლეობა მაინც ცდილობს ჩვეულებას არ უღალატოს – ბაზარში ხალხის რაოდენობა არ იკლებს. წინასაახალწლო დღეებში კი გამოცდილებიდან გამომდინარე, გამყიდველები მომხმარებლების ნაკადის გაზრდას ელოდებიან.  როგორც მოვაჭრეები ფორტუნასთან საუბრობენ, პანდემით შექმნილი ეკონომიკური კრიზისი წელს საახალწლო ბაზარში საკმაოდ იგრძნობა.

მართალია კოვიდ პანდემიამ არაერთ დარგს დაღი დაასვა, თუმცა მან ადამიანების გულში, იმედის მოკვლა  ვერ შეძლო – იმედი მომავლის, უკეთესი წელიწადის…