LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,სად იღლება ეს ხალხი დასასვენებლად რომ მიდიან” – ქუთაისელი ბიჭის პასუხმა ინტერნეტსივრცე გაახალისა

3498

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. მოქალაქეებს ქვეყნის შიგნით დასვენება უკვე თავისუფლად შეუძლიათ.

,,მეგა ტვ” დაინტერესდა, რას გეგმავენ ქუთაისელები და სად აპირებენ ისინი დასვენებას.

ინტერნეტში სიუჟეტიდან სახალისო ეპიზოდი ვრცელდება. ქუთაისელი ბიჭი თავისი ქუთაისური იუმორით ჟურნალისტს, რომელიც მას ეკითხება თუ სად აპირებს დასვენებას პასუხობს, რომ დიდი ხანია არ დაღლილა და ამასთან უკვირს კიდეც, თუ რა ღლის ხალხს.

,,კარგა ხანია დასასვენებლად არ ვყოფილვარ, იმიტომ რომ  არ ვიღლები, ნებისმიერი ქართველი ასე უნდა იყოს, სად იღლება ეს ხალხი დასასვენებლად რომ მიდიან,” – ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები